
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვილმინგტონის რეზიდენციის ჩრდილოეთით, შეერთებული შტატების მოიერიშე თვითმფრინავებმა სამოქალაქო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს - გამოცემა Politico აშშ-ის საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების უფროსზე დაყრდნობით ამბობს, რომ აკრძალულ საჰაერო ზონაში სამოქალაქო თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 14:00 საათის შემდეგ შევიდა.
ენტონი გუგლიელმი ამბობს, რომ მოიერიშეების მიერ გზის გადაჭრის შემდეგ, თვითმფრინავი ახლომდებარე აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
"ამ ინციდენტს დაცვის ქვეშ მყოფის გადაადგილებაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტები ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გამოძიებას აწარმოებენ", - თქვა გუგლიელმიმ.