ღაზის სექტორის მცხოვრებლები გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს საწყობებში შეიჭრნენ

გამოქვეყნდა:

ღაზის სექტორის ათასობით მცხოვრები გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, ცენტრები დაარბიეს და იქ შენახული პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები დაიღეს.

”ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამი კვირის ომისა და ღაზას მჭიდრო ბლოკადის შემდეგ, სოციალური წესრიგი იწყებს ნგრევას”, - თქვა თომას უაიტმა, UNRWA-ს საქმეთა დირექტორმა ღაზას სექტორში.

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის მითითებული ზუსტი დრო, თუ როდის მოხდა შემთხვევა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი