სროლა ფლორიდაში | დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი

გამოქვეყნდა:

სროლა იყო ცოტა ხნის წინ ფლორიდაში, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოქალაქეები ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავდნენ - დაპირისპირება კი ორ ჯგუფს შორის დაიწყო.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ეჭვმიტანილი პირი კი დაკავებულია, ის პოლიციას თავად ჩაბარდა. მედიის ცნობით, ეძებენ სულ მცირე კიდევ ერთ პირს. გამომძიებლები თვლიან, რომ მომხდარში მინიმუმ ორი მსროლელი მონაწილეობდა. 

გამოცემა Apnews გამოქვეყნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით წერს, რომ ათობით გასროლის ხმა იმ დროს ისმის, როცა სადღესასწაულო კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები ქუჩაში ერთმანეთს ესაუბრებიან და ერთობიან - "წამების შემდეგ კიდევ რვა გასროლა იყო, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ზოგიერთმა ადამიანმა ლითონის მაგიდა გადმოაყირავა და მის უკან დაიმალა. ვიდეოებში ჩანს, როგორ ცდილობენ პოლიციელები დაჭრილი ადამიანების დახმარებას". 

პოლიცია არ აკონკრეტებს, რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. პოლიცია ორ ჯგუფს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზებს ამ დრომდე იძიებს. 

„ეს იყო არეულობა ან ჩხუბი ორ ჯგუფს შორის. და ამ ბრძოლაში ასობით უდანაშაულო ადამიანი მონაწილეობდა... ისინი გზაზე დგებოდნენ“, - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი