
ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რიკარდს კოზლოვსკიმ ლიეტუვაში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან, იგორ კლიმენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო პოლიცია, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური (SPRS) უკრაინის სახელმწიფო პოლიციას 12 უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს.
შეხვედრისას მინისტრებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს ომის პირობებში უკრაინის შინაგან საქმეთა ორგანოების გამოცდილებაზე.