ხერსონის რაიონში დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა | დაზიანდა 20-ზე მეტი სახლი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის რაიონში დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. რუსულმა ძალებმა ბერისლავის, კახოვისა და ხერსონის რაიონებს დაარტყეს.

კაზაცკიში დაშავდა 67 წლის ქალი, ივანოვკაში - 60 წლის ქალი და 41 წლის კაცი, ხერსონში - 82 წლის ქალი და 53 წლის მამაკაცი - აცხადებენ სამინისტროში.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 20-ზე მეტი სახლი, სკოლა, მაღაზიები, საოფისე ფართები, ადმინისტრაციული შენობები და მანქანები. 

ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

ხერსონში ძლიერი აფეთქებები დღეს დილით იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი