არგაღიზიანების კაპიტულანტური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება ხელისუფლების დამოკიდებულებაა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებს მძევლად ჰყავთ აყვანილი. ამ ადამიანების არსებობა ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე. არადა არჩილ ტატუნაშვილის სახით გვაქვს კონკრეტული მაგალითი, რა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ საოკუპაციო რეჟიმის მძევლები. 

გასულ კვირას ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გამართეს მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა. სწორედ ამას მოყვა ხელისუფლების დამრიგებლური რჩევა, ამ სოლიდარობით ოკუპანტები უფრო არ გააღიზიანოთ და მათ გათავისუფლებაში ხელი არ შეგვიშალოთო. მაგრამ უკვე მესამე წელი მიილია, რაც ირაკლი ბებუა სოხუმის ციხეში  ზის აბსურდული ბრალდებით და მესამე წელია პასუხი არ არსებობს - შეძლებს თუ არა ის სახლში ცოცხლად დაბრუნებას.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი