ოკუპანტებმა ვოლნოვახაში უკრაინული ოჯახის 9 წევრი მოკლეს | მათ შორის, 2 ბავშვია

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებილ ქალაქ ვოლნოვახაში ოჯახი ამოხოცეს. მოკლულია 9 ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი. ლუბინეცის ინფორმაციით, კაპკანეცების ოჯახი დაბადების დღეს აღნიშნავდა, რა დროსაც ეს დანაშაული მოხდა. მიზეზი კი ის გახდა, რომ მათ "კადიროველებს" საკუთარი სახლი არ დაუთმეს.

უკრაინული ოჯახის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ დღეს გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი