თბილისი-ფოთი-ბათუმი-ფოთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია. ხსნიან აბრებს, ჭრიან ხეებს და გზას ბიძინა ივანიშვილის ბაობაბებს უთავისუფლებენ. კენიიდან ჩამოტანილი ხეები ფოთის ნავსადგურიდან შეკვეთილში, ოლიგარქის ბაღჩაში უნდა გადაიტანონ.
მაგისტრალის ჩაკეტვის გამო, ფოთში მიმავალი და გამომავალი მანქანები შემოვლითი გზით სარგებლობენ, თუმცა დიდი გაბარიტების მქონე მანქანები ვერ გადაადგილდებიან, რის საცობებს ქმნიან. ივანიშვილის ბაობაბების ტრანსპორტირებაში ჩართულია სახელმწიფო რესურსი, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მაგისტრალი კი ჩაბნელებულია. მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და სარეკლამო აბრების დემონტაჟი.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე