რუსეთში, მაჰაჩყალას აეროპორტში ადგილობრივები შეიჭრნენ | დაღესტნელები ისრაელის მოქალაქეებს ეძებენ

გამოქვეყნდა:

რუსეთში, მაჰაჩყალას აეროპორტში ადგილობრივების ბრბო შეიჭრა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თელ-ავივიდან რეისი უნდა დამჯდარიყო, იქ დაღესტნელები შეიკრიბნენ და ტერმინალი გადაკეტეს.

მედიის ცნობით, შეკრებილები ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ და აეროპორტის შესასვლელიც ჩაკეტეს. ისმის ანტისემიტური ლოზუნგები და აფრიალებენ პალესტინის დროშებს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თვითმფრინავი დაღესტნის დედაქალაქში არ დაჯდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა.

ტელეგრამ არხებით ვრცელდება ვიდეოკადრები სადაც ჩანს, რომ დაღესტნელებმა ალყაში მოაქციეს კაცი, რომელიც მათ ებრაელი ეგონათ, წაართვეს პასპორტი და დაუწყეს დაკითხვა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი