IDF: ლიკვიდირებულია ჰამასის რამდენიმე ბოევიკი, რომლებიც ღაზას გვირაბიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ

გამოქვეყნდა:

IDF-ის ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს ჰამასის რამდენიმე ტერორისტი, რომლებიც ღაზას გვირაბიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ ერეზის გადაკვეთაზე.

როგორც IDF იტყობინება, ისრაელის არმია ბოევიკებს გვირაბიდან გამოსვლისას დაუპირისპირდა.

ერეზი ღაზის სექტორს ჩრდილოეთ ისრაელთან აკავშირებს. IDF-ის განცხადებით, ამ გადასასვლელის მეშვეობით ღაზადან ათასობით ადამიანი გადადიოდა  ისრაელში სამუშაოდ, ან სამკურნალოდ.

„ჰამასმა ააგო გვირაბები ერეზის გადასასვლელთან, რათა შეძლოს თავდასხმა ჰუმანიტარულ პოსტზე და ზიანი მიაყენოს ყველას, როგორც ისრაელელებს, ასევე პალესტინელებს“, - დასძინა IDF-მა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი