აფეთქებები კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში | უკრაინის უსაფრთხოებამ სპეცოპერაცია ჩაატარა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქებები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია აღმოჩნდა - ინფორმაციას უკრაინული მედია SBU-დან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ კვირას საღამოს, SBU-ს თვითმფრინავებმა ქარხნის ტერიტორიას დაარტყეს.

უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა ქარხანაში ერთდროულად რამდენიმე დანადგარს დაარტყეს, რომლითაც რუსები ამუშავებდნენ საწვავს, რომელიც მოგვიანებით მათ ტერორისტული არმიისთვის უნდა მიეწოდებინათ - აცხადებს წყარო.

დარტყმების შედეგად რამდენიმე ნავთობის ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი