"ბოლომდე მივყვებით, სანამ არ მივაღწევთ" | ისრაელის თავდაცვა "ჰამასის" ლიდერზე

გამოქვეყნდა:

"ბოლომდე მივყვებით, სანამ არ მივაღწევთ" - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი "ჰამასის" ლიდერზე, იაჰია სინვარზე საუბრისას და პირობას დებს, რომ ისრაელის სამხედროები მას იპოვიან. ჰაგარის თქმით, ღაზას მოსახლეობა უკვე საუბრობს, რომ სინვარმა მათ მხოლოდ უბედურება მოუტანა:

„ის არის ღაზას განადგურებაზე პასუხისმგებელი ადამიანი, ის ფიქრობს და მოქმედებს როგორც მკვლელი, რომელმაც დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ჰამასი ISIS-ზე უარესია“, დასძენს ჰაგარი.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალები ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.  ღაზის სექტორში  ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი