
ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" კოლუმბიელი ფეხბურთელის, ლუის დიასის მშობლები კოლუმბიაში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ქვეყნის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს ინფორმაციით ფეხბურთელის დედა უკვე იპოვეს, თუმცა მამა კვლავ დაკარგულია.
"ჩვენი დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე მოგვარდება", - აცხადებს "ლივერპული".
მომხდარის გამო, 26 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის კვირის მატჩი ნოტინჰემ ფორესტის წინააღმდეგ გამოტოვა. დიასს თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს და სტადიონზე მისი მაისურები გამოფინეს.
ფეხბურთელს თანადგომა გამოუცხადა კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამაც.
კოლუმბიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მთავრობა და პოლიცია კონტაქტზე არიან დიასთან, ხოლო სამხედროები ჩართულები არიან დაკარგული მამის ძებნაში.