მაჰაჩყალის აეროპორტში 20-ზე მეტი პირი დაშავდა | დაკავებულია 60 მომიტინგე

გამოქვეყნდა:

რამდენიმე რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი არეულობის შემდეგ 60 პირი დააკავეს.

სამთავრობო მედია "რია" შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულია 9 პოლიციელი, მათ შორის ორი საავადმყოფოშია.

იდენტიფიცირებულია 150-ზე მეტი მომიტინგე. სააგენტოს ცნობით, პოლიცია სამძებრო სამუშაოებს ატარებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დასადგენად.

დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობისას 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ათმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები, კიდევ ათი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, ორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. სიტუაცია უკონტროლო გახდა. ისმოდა ანტისემიტური ლოზუნგები, აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს, გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც მომიტინგეები ისროდნენ ქვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი