ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაარტყეს 600-ზე მეტი "ჰამასის" ობიექტს. გასულ დღეს მათ შორის იყო ალ-აზჰარის უნივერსიტეტის მიდამო, სადაც, ისრაელის მხარის ცნობით, შეიარაღებული ტერორისტები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები პუნქტი გამოავლინეს.
ასევე ნათქვამია, რომ სამიზნე იყო იარაღის საწყობები, სამალავები, ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები. ალ-აზჰარის უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი ღაზას ცენტრთან ახლოს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გააქტიურებისას მოკლეს "ჰამასის" "ათობით" მებრძოლი ღამით.
განცხადებაში ნათქვამია:
"ღაზას სექტორში ტერორისტებთან შეტაკების დროს, IDF-ის ჯარებმა მოკლეს ათობით ტერორისტი, რომლებიც შენობებსა და გვირაბებში ბარიკადებით იყვნენ და ჯარებზე თავდასხმას ცდილობდნენ.
ერთ ინციდენტში, IDF-ის თვითმფრინავმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისრაელის სახმელეთო ჯარები, დაარტყა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის კუთვნილ პოსტს შენობის შიგნიტ, რომელშიც ჰამასის 20-ზე მეტი ტერორისტი იყო", - ამბობს უწყება.