საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს კიდევ განაცხადა, რომ ხეების და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის.
სასამართლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს, ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს.
"მინდა გამოვიცნოთ აბა რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველს და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებს ვლადიმერ პუტინს. ეს ყველაფერი დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში.
მინდა გითხრათ, რაც შეეხება ხარჯებს, ხეების და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის ეს ყველამ იცის, ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა რაზეც აქ არის საუბარი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.