თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ, ძალადობრივ "ალტ-ინფოს" შეხვედრისთვის თეატრის შენობა დაუთმო. ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს. თეატრი სახელმწიფოსგან ფინანსდება.
ორგანიზაციის თქმით, "ალტ-ინფომ" შეხვედრები გამართა რუსთავში, გორსა და მცხეთაშიც.როგორც DRI აღნიშნავს, ღიად პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება, რაც შეხვედრაზე შოთა მარტინენკომ დაადასტურა.
"თელავში შეხვედრა 2023 წლის პირველ ოქტომბერს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა. თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება. თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი მოცემულ პოსტს 2012 წლიდან იკავებს. მას 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვებით 77,309 ლარი აქვს მიღებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გულიაშვილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფების მიმართ ხაზგასმით ლოიალურია: ერთი მხრივ, შსს "ანტიმაიდანთან' დაკავშირებული ძალადობრივი განცხადებების გამო გამოკითხვაზე იბარებს ზურაბ მახარაძეს, მეორე მხრივ კი, ძალადობრივ ორგანიზაციას შეხვედრებისთვის ფართს უთმობს თელავის სახელმწიფო თეატრი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას: