ისრაელში, მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი იპოვეს | ისრაელის საგარეო

გამოქვეყნდა:

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ჰამასის" მებრძოლების მიერ მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული გერმანელ-ისრაელელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

შანი ლუკი სუპერნოვას ფესტივალიდან ბოევიკებმა წაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ადგილზე შეიჭრნენ და ასობით ადამიანი მოკლეს.

23 წლის გოგოს ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, კადრებში ჩანს, რომ ის ნახევრად შიშველი და პირქვე დახრილი იყო შეიარაღებული კაცებით სავსე სატვირთო მანქანაში.

"განადგურებულები ვართ გაგიზიაროთ, რომ 23 წლის გერმანელ-ისრაელელი შანი ლუკის ცხედარი იპოვეს და იდენტიფიცირებულ იქნა", - ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ გოგო აწამეს და მას საშინელებების გადატანა მოუწია. 

დედამ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია ისრაელის სამხედროებისგან, რომ მისი ქალიშვილი გარდაცვლილია. 

"სამწუხაროდ, გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარ არის", - განუცხადა რიკარდა ლუკმა გერმანულ მაუწყებელს RTL/ntv.

გოგოს გარდაცვალება "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში მისმა დამაც დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი