იუსტიციის სახლთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ფერეიდნელი ქართველები სახელმწიფოსგან ბინადრობის უფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობენ და მუშაობენ, თუმცა არაერთი თხოვნის მიუხედავად, ბინადრობის უფლებას ვერ იღებენ. ისინი ხელისუფლებას მათი უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ.
"ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რაც გრძელდება დღეს უკვე რამდენიმე წელია, არის ყოვლად მიუღებელი. ბინადრობაზე უარს როდესაც ეუბნები შენ და თანამემამულის სტატუსზე, და ეს იმ შემთხვევაში, როდესაც მრავალი ეთნოსი, არ ჩამოვყვები ეხლა, არ დავკონკრეტდები, ათასობით და ათიათასობით შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ეს არის დანაშაული. არავის თითქმის არ აძლევენ ბინადრობის უფლებას. უკვე 2 წელია ასე გრძელდება", - ამბობს სოფიო ნიკაშვილი.