თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს | გრიგორიადისის ბაბუა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარებს. მისი ბაბუა ამბობს, რომ ოჯახს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს.

"ყველანაირად აზრი მიჩნდება, რომ ლაზარე შეკვეთილია. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მხარში უდგას ლაზარეს და ჩვენ ოჯახს, თქვენ, ჟურნალისტებს. იმედი მაქვს მხოლოდ თქვენი. თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს", - ამბობს გია კალანდაძე.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობას. 

"რაც შეეხება თქვენ კითხვას, უშუალოდ ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიუთითა კონკრეტულად ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობაზე", - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი