აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა | ცხინვალელი ე.წ. დეპუტატი

გამოქვეყნდა:

ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, აცამაზ კასაევმა ე.წ. საკანონმდებლო ორგანოში წამოჭრა საკითხი, რომ ახალგორის რეგიონიდან "ხორცის ექსპორტი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მეზობელ სახელმწიფოში" [საქართველოში], ხოლო ცხინვალში ხორცი რუსეთის ფედერაციიდან შედის.

"მე და ზაზა ნოდაროვიჩ დრიაევმა განვიხილეთ ეს საკითხი და მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა. არანაირი ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული", - თქვა მან.

დე ფაქტო დეპუტატი, ალან ტადტაევი მიიჩნევს, რომ "მეზობელ სახელმწიფოში" ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა მთავრობის დადგენილებით აუცილებელია.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი