
ოდესის ოლქში გემების სარემონტო ქარხნის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად საწარმოს ოთხი თანამშრომელი დაშავდა.
ოდესის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის თქმით, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა საწარმოს ადმინისტრაციული შენობა და აღჭურვილობა.
"მტრის თავდასხმის შედეგად საწარმოს ოთხმა თანამშრომელმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს...მიმდინარეობს ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ფიზიკურად დაზიანებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით," - ნათქვამია განცხადებაში.