"მინისტრის საათის" ფარგლებში, 2 ნოემბერს, პარლამენტში რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენენ

გამოქვეყნდა:

2 ნოემბერს, პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმენენ. 

პარლამენტის აპარატის ცნობით, ამის შესახებ დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია. ქარსელაძე სამინისტროს მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი