ხმაური ოზურგეთის საკრებულოში. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატების დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილისთვის კენიიდან გიგანტური ბაობაბების ჩამოტანის საკითხის განხილვისას დაიწყო. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა ოზურგეთის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ვერ შედგა. დაპირისპირების შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.