პრეზიდენტი პოლიტიკური შურისძიების რეჟიმშია. იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი აღარ ერიდება მმართველ პარტიასთან ღია დაპირისპირებას. მისი სამიზნე ამჯერად პრემიერმინისტრი აღმოჩნდა. ამერიკული მსოფლიო მედია გიგანტის CBS-ის ეთერში მილიონობით ადამიანმა მოისმინა საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ირაკლი ღრიბაშვილის მისამართით. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კრიტიკა უკიდურესად მნიშვნელოვან, ევროინტეგრაციის თემაზე.
პრეზიდენტი დაუფარავად ადანაშაულებს მთავრობის მეთაურს არასაკმარის ძალისხმევაში ევროინტეგრაციის გზაზე და ფაქტობრივად გამოთქვამს ეჭვს, რომ დასავლური ინტეგრაცია არც არის ქვეყნის დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური მიზანი.