
ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WOAH) აცხადებს, რომ ევროპას ცხოველთა მომაკვდინებელი დაავადების სეზონური ზრდა ემუქრება. ამის შესახებ ორგანიზაციამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუმინეთსა და ბულგარეთში ფრინველის გრიპი გავრცელდა. ინფორმაცაის Reuters სწორედ WOAH-ზე დაყრდობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ რუმინეთში ვირუსი ბულგარეთის საზღვართან მდებარე სოფელ ტიგანესტში, ფრინველის ფერმაში დაფიქსირდა, რის შედეგადაც 28 ფრინველი მოკვდა.
ბულგარეთი აცხადებს, რომ ფრინველის გრიპის H5 ტიპის ვირუსი მეფრინველეობის ორ ფერმაში გავრცელდა, საიდანაც მალკო კონარეს პაზარჯიკის რეგიონში 380, ველიკო ტარნოვოს რეგიონში კი 5 420 ფრინველი მოკვდა.