კანადამ ისრაელში სპეციალური ძალები გაგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBC News კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ისრაელში სპეცრაზმის გაგზავნა კანადელმა დიპლომატებმა მოითხოვეს. აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, კერძოდ, ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის შეიარაღებულ ძალებს დახმარება სთხოვა, რათა სწრაფი რეაგირებისთვის მოემზადონ", - განმარტეს თავდაცვის დეპარტამენტში.
არსებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში, სულ 300 კანადელი სამხედრო მოსამსახურეა გამაგრებული.