იაპონიამ "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციებს უწესებს.

როგორც უწყება ამბობს, სანქცირებულთა შორის "ჰამასის" წევრები, მათი დამფინანსებლები და Buy Cash Money and Money Transfer Company-ია (ღაზაში დაფუძნებული კომპანია), რომელიც ფულის გადარიცხვასა და ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გაცვლის სერვისებს უზრუნველყოფს. მათ აქტივები გაეყინებათ.

იაპონიის საგარეოს თქმით, ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტადაა აღიარებული.

ცნობისთვის, ეს იაპონიის მიერ "ჰამასისთვის" დაწესებული პირველი სანქციებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი