IDF ამბობს, რომ დააკავეს შვებულებაში მყოფი ჯარისკაცი, რომელიც პალესტინელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

გამოქვეყნდა:

ისრაელის სამხედრო ძალები (IDF) აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციამ დააკავა ჯარისკაცი, რომელიც შვებულებაში იმყოფებოდა. ის ეჭვმიტანილია პალესტინელი კაცის მკვლელობაში. 

IDF-მა განაცხადა, რომ დაპირისპირება შაბათს განვითარდა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ჩრდილოეთით მედბარე სოფელ ას-სავიასთან "პალესტინელებსა და ისრაელელ მშვიდობიან მოსახლეობას შორის". გარდაცვლილი კაცი ზეთისხილის მოსავალს იღებდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს ეჭვი, რომ შვებულებაში მყოფმა ჯარისკაცმა გამოიყენა თავისის ამხედრო იარაღი ინციდენტის დროს და გაისროლა, რამაც პალესტინელის სიკვდილი გამოიწვია. 

ჯარისკაცი გუშინ დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი