რუსეთთან ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთზე და ეპიდსიტუაციაზე - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა.

საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაცისთან არ შეუწყვეტია, დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე, საქართველოში, - თქვა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა  განაცხადა, რომ იმედი აქვს ფრენები საქართველოსთან უახლოეს მომავალში აღდგება.

რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 20 ივნისის მოვლენების, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყვიტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი