ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია | ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეფ-ეს-ბე-ს ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია.

"აუცილებელი პროცედურები, რომელიც უნდა განახორციელოს იუსტიციის სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც პირს უწყდება მოქალაქეობა, ყველა საჭირო პროცედურა არის განხორციელებული, შემიძლია, დაგიდასტუროთ" - თქვა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა 17 ოქტომბერს შეუწყვიტა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი