ნაციონალურმა მოძრაობამ პროკურატურაში ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათი თქმით, მერი არჩილ ჩიქოვანი კორუფციაშია გარეული.
ენმ-ის წევრის, რეზო ხარაზის თქმით, ბათუმის მერია ჩაკეტილი სისტემა გახდა და გაუმჭვირვალეა სად, რისთვის და რამდენი იხარჯება ბიუჯეტიდან ბათუმელებისთვის.
ხარაზის განცხადებითვე, ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა ქართული ოცნებასთან და ბათუმის მერის საახლობლოსთან არის დაკავშირებული.
ოპოზიციის განცხადებით, საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს არჩილ ჩიქოვანის საქმიანობით.
ავტორი: თეა ვაშალომიძე