მოლდოვამ რუსული პროპაგანდისტული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა

გამოქვეყნდა:

მოლდოვამ რუსული პროპაგანდისტული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა. სია, რომელიც მოლდოვის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, მოხვდნენ: Interfax, Komsomolskaya Pravda, Lenta.ru, TASS და ა.შ.

30 ოქტომბრის ბრძანებით, მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა 6 სატელევიზიო სადგურსაც, რომლებიც მხილებული არიან არჩევნებზე ზემოქმედების მცდელობაში.

როგორც მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანი სახელმწიფოს და დემოკრატიის დაცვაა, რუსეთის ფედერაციის მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობებისგან.

"რუსეთს, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მეშვეობით, სურს გავლენა მოახდინოს ადგილობრივ არჩევნებზე 5 ნოემბერს და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესს," -  აღნიშნა მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა.

დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა, ალეხანდრუ მუსტეატასმ კი განმარტა, რომ ბოლო თვეების მანძილზე რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიების არალეგალური დაფინანსებით, ამომრჩეველთა მოსყიდვით, კორუმპირებული კანდიდატებით და კონკრეტული ტელევიზიების, საიტებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი