ოკუპანტებმა ხერსონისა და მიკოლაევის ოლქები დაბომბეს | არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

დღეს დილით რუსეთმა უკრაინის ქალაქი ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბა. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ ავტომობილს, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა. 

ქალაქის ცენტრალურ უბანზე თავდასხმისას კი დაიჭრა ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაბომბვის შედეგად განადგურდა საწყობები და დაზიანდა 10-მდე ავტომობილი. 

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს ოკუპანტებმა ხერსონში ცეცხლი გაუხსნეს სამარშრუტო ტაქსსაც, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. როგორც უკრაინული მედია წერს, მათგან ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპანტებმა დღეს არტილერიით დაბომბეს მიკოლაევის ოლქი, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

ოლქის ხელმძღვანელ ვიტალი კიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი