ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან შეერთების იდეას განიხილავს. როგორც ადგილობრივი გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ იუწყება, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა ხვალ, 1 ნოემბერს უნდა გაიმართოს. შეხვედრის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია „აფხაზეთის რესპუბლიკის პოსტსაბჭოთა სივრცეში საინტეგრაციო გაერთიანებებში მონაწილეობის საკითხის განხილვა, კერძოდ, აფხაზეთის მზადყოფნა, გაწევრიანდეს სამოკავშირეო სახელმწიფოში“. დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.