ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული მოქალაქე პერევში მცხოვრები 35 წლის გიორგი მოსიაშვილია. ის მეგობრებთან ერთად საჩხერის მუნიციპალიტეტში ხახიეთის ტბაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აედევნენ.
არსებული ინფორმაციით, მისმა მეგობრებმა გაქცევა მოახერხეს, თავად მოსიაშვილი კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დააკავეს.
"სათევზაოდ ყოფილა და დაუჭერიათ იქ..." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი "მთავარ არხთან."
დაკავებული ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ცხინვალის "დროებითი მოთავსების იზოლატორში" იმყოფება. პროცედურის მიხედვით, მომდევნო 48 საათში ცხინვალის "სასამართლო პროცესი" გაიმართება, სადაც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე იმსჯელებენ.
ასევე ნახეთ: