მთავრობის ცნობით, ხვალ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება

გამოქვეყნდა:

მთავრობის ცნობით, ხვალ, პირველ ნოემბერს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. მიზანი ნ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვაა.

პრესსამსახურის ცნობით, ინიციატორი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლია. განცხადებაში დაკონკრეტებული არაა ვინ სამოქალაქო სექტორიდან ვინ დაესწრება შეხვედრას.

"აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველ სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც იმართება სამოქალაქო სექტორთან. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით", - წერია განცხადებაში.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე შედგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი