"ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით" | ქალი დეპუტატების პასუხი "ოცნების" კაც დეპუტატებს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ისინი ერთობლივი განცხადებით პასუხობენ და ამბობენ რომ მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის სუს-ის მიერ შემუშავებული მეთოდებს იყენებენ 

"ქართულმა ოცნებამ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ის, რაც მან დღეს იკადრა ამას კაცობა არ ქვია, სწორედ ამიტომ არის მათი პატარა კაცობა რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში. მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას არ აქვს პასუხი პუტინთან მისი ვიცეპრემიერის სადილზე, როცა არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის მუდმივ ბაზირებაზე, სწორედ მაშინ ეწევიან დისკრედიტაციას ქალი დეპუტატების და მაშინ, როდესაც ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციული კამპანიის ფლაგმანი ხდება ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ მაშინ ხდება თავდასხმა იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოადგინა დღეს ირაკლი ბერაიამ პარლამენტში.

ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას და ვეუბნები სუს-ის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ დისკრედიტაციისთვის არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, არ გავჩუმდები და არ გავჩერდები... ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით" აღნიშნა თეონა აქუბარდიამ 

"ოცნების" კაცი დეპუტატების რიტორიკას ბინძური რუსული მეთოდები უწოდა ენმ-ის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თავად გახდა ძალადობის სამიზნე შალვა პაპუაშვილის მხრიდან.

"ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ქალი დეპუტატების გაჩუმებას და ჩვენ ვპირდებით რუსული ოცნების კაც დეპუტატებს, უფრო მეტი ჟინით გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის" აღნიშნა ბოკუჩავამ.

ქალი დეპუტატები დღევანდელ ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო სექტორს მიმართავენ და საქმის კურსში ჩააყენებენ.

შეგახსენებთ, "ოცნების" დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს - თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია და თანაპარტიელებისთვის შენიშვნაც კი არ მიუცია. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი