გარდაბნის საკრებულოში, ენმ-ის წევრს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ | ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

არავის შევარჩენთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაჩაგვრას!.“ -  ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი გარდაბნის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდაბნის საკრებულოს წევრს ქართული ოცნების წევრები  დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საავადმყოფოშია გადაყვანილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რაიონში იცავს საქართველოს მოქალაქეების, ხალხის ინტერესებს. ამ შემთხვევაში, გარდაბანში, ჩვენი საკრებულოს წევრები იცავდნენ სკოლის ტერიტორიას, რომელსაც ასხვისებდა ადგილობრივი კორუმპირებული ქურდბაცაცა საკრებულოს წევრები და საკრებულოს თავმჯდომარე მერთან ერთად. ამაში ხელს უშლიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები, რომლებმაც აიძულეს, რომ სოფელ ქესალოში, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს, ბავშვები დაჰყავთ სკოლაში და
მათთვის ეს ტერიტორია არ წაერთვათ მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და იძულებულები გახდნენ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე წინა საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინათ, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წევრებმა იბრძოლეს გარდაბნის საკრებულოში ამ კვირების განმავლობაში და შეუნარჩუნეს ადგილობრივებს და მინდა მივულოცო ქესალოელებს, რომ სკოლის ტერიტორიას ვერ გაასხვისებენ და ამაზე დაბოღმილებმა და გაბრაზებულებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ჩვენი საკრებულოს წევრებს გაუსწორდნენ ფიზიკურად და სცადეს ამ ადამიანის დაჩაგვრა. 

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის არ დავაჩაგვრინებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს და განსაკუთრებით საკრებულოს წევრებს, რომლებიც იბრძვიან ხალხის საკეთილდღეოდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წარმომადგენლებს, ყველას ვაფრთხილებ, დაგველოდეთ, ჩვენი მხრიდანაც იქნება ადეკვატური პასუხი, ცხადია კანონის ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ
სკოლით ორი სოფლის მოსახლეობას სარგებლობს და ორივეს კიდევ მინდა მივულოცო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახერხეს და შევინარჩუნეთ, ისევე როგორც ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ ჩოხატაურში, ასევე შევინარჩუნეთ საბავშვო სკვერის ტერიტორია. ეს დაგვიჯდა იმად, რომ ჩვენს საკრებულოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა არავის არაფრის არ ეშინია და კიდევ გავიმეორებ - ვგმობ ყველანაირ ძალადობა, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს საკრებულოს წევრს ასე მოექცევა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

დაპირისპირება სოფ. ქესალოში არსებული საჯარო სკოლის ტერიტორიის გასხვისებას მოყვა, რაზეც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა წინა სხდომაზევე გამოთქვეს პროტესტი, მათ შორის აღნიშნული სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასთან ერთად აქციაც გამართეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროტესტის შედეგად, ქართულმა ოცნებამ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

„გასულ კვირაში, ს. ქესალოში, სკოლის შესასვლელთან, სადაც ჩვენი ანტიკორუფციული სამსახურის, ჩვენი საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ, იქ მოხდა დაპირისპირება და ეს ფაქტი ჩვენმა საკრებულოს წევრებმა გახადეს საჯარო. უკვე დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მოუწიათ ამ სკოლის შესასვლელი ტერიტორიის ნუსხიდან ამოღება და ამას მოჰყვა ეს დაპირისპირება. ჩვენი საკრებულოს წევრები 24 საათიან რეჟიმში მზად არიან იმუშაონ ხალხის ინტერესების დასაცავად, რადგან მსგავსი არ დაუშვან, „ქართული ოცნება“ გადასულია მოსწრებაზე, რომ დროზე მიიტაცონ ქონება, იციან რომ ბოლო დღეებს ითვლიან და ამას მოყვა ეს დაპირისპირება აქიფ ისმაილოვსა და გავეშებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის, მაგრამ ფაქტი არის ერთი, მართლა მისალოცია ქესალოელებისთვის და ნაზროლელებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ამ სკოლით, რომ სკოლის შესასვლელი დარჩება ისეთივე როგორიც იყო და არა ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“ - გადაქცეული სავაჭრო ცენტრად, რომელიც ხელს შეუშლიდნენ ბავშვებს სკოლაში შესვლაში და გამოსვლაში.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი