
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროპაში ომის საფრთხე არსებობს, რის გამოც გერმანია თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს. მისი თქმით, გერმანია უნდა მოემზადოს ასეთი საფრთხისთვის, რათა შეძლოს თავის დაცვა.
"რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში განაპირობა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც ის 30 წელია გადაეჩვია. კერძოდ ის, რომ ევროპაში აგრესორის მხრიდან ომის საფრთხე არსებობს. ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვართ... გერმანია მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ომი, თავდაცვითი ომი", - თქვა პისტორიუსმა.
მისივე თქმით, უახლოეს წლებში იქნება საუბარი გერმანიაში შექმნილი სპეციალური ფონდის ბუნდესვერის მხარდასაჭერად გამოყენებასა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურების რეორგანიზაციაზე, თუმცა, გასული 30 წლის შეცდომების გამოსწორებას დრო დასჭირდება.