ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია, ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორო ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება - ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილის პირველი კომენტარი ჩინეთში, პუტინთან ერთ სივრცეში ყოფნასა და მისი სიტყვით გამოსვლის, მოგვიანებით კი ვახშამზე დასწრებაზე - ჩვენ არანაირი დიალოგი, არანაირი ფარული კომუნიკაცია არ გვქონია - ამბობს ვიცპრემიერი.
დავითაშვილი "ოცნების" სხვა წევრების მსგავსად, სპეკულაციებს უწოდებს იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც ამ ფაქტის გახმაურებას მოჰყვა და კატეგორიულად უარყოფს, რომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან რაიმე სახის მოლაპარაკება ჰქონდა. კითხვაზე, რატომ არ დატოვა პროტეტის ნიშნად ფორუმი, სადაც საქართველოს მტერი იჯდა და სიტყვით გამოდიოდა, დავითაშვილი ამბობს, რომ ეს "სტრატეგიული პარტნიორის"- მასპინძელი ჩინეთის უპატივცემულობა და დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა:
"განსხვავებით რიგითი მოქალაქეებისგან, სახელმწიფო თანამდებობის პირებს გააჩნიათ სხვა პასუხისმგებლობები და ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ ჩვენი პასუხისმგებლობა შევასრულოთ ბოლომდე სწორად, სამართლიანად ჩვენი ხალხის მიმართ და ჩვენი ანგარიშვალდებულება არის ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ამიტომ ის კომფორტი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რიგით მოქალაქეს, ან იგივე მე სხვა პოზიციაში, არ გვაქვს სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს და ამ შემთხვევაში ჩვენ არ წარმოვადგენთ ჩვენ თავს, ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წესისამებრ იყოს წარმოდგენილ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ამ შემთხვევაში, დანარჩენ არის ინტერპრეტაციები და სპეკულაციები რომ ჩვენ შეიძლება რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა,ან სხვა ტიპის დიალოგი , ან სხვა ტიპის მოცემულობა გვქონდეს, შეხვედრა და სპეკულაციები რომელიც გავრცელდა და ფანტაზია საკმაოდ დიდია იგივე ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან.
ფორუმს თავისი სტანდარტი გააჩნია მონაწილეების და თქვან თუ თქვენ შეგეძლოთ ფორუმის ხილვა, დაინახავდით საქართველოს დელეგაციის როლს და ქცევას ამ ფორუმზე, თუ როგორი იყო ჩვენი და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის. ქცევაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვიცავდით ზუსტად დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ და ასევე, ჩვენ არ გვაქვს რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა რომელზეც თქვენ საუბრობდით - დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი, და ა.შ. ესეთი რამე არ არსებობს , ასეთი ფორმატი არ არსებობს... ეს არ არის კომფორტს ზონა, ეს პასუხისმგებლობის ნაწილია და ჩვენ ასეთ ფორუმებში ვიღებდით, ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს" ამბობს დავითაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა.