უხამსი და შეურაცხმყოფელი ლექსიკით ცნობილი "ოცნების" დეპუტატები დღეს ფსკერს მიღმა აღმოჩნდნენ. დღევანდელი დღე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უპირობოდ დარჩება კიდევ ერთ სამარცხვინო ფურცლად, რომლის მთავარი მოქმედი პირები ისევ ივანიშვილის კლანის წევრები არიან.
მმართველი გუნდის კაცმა დეპუტატებმა მაღალი ტრიბუნა ქალ ოპოზიციონერებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას განცხადებები გამაოგნებელი და უკიდურესად უღირსი იყო, თუმცა არანაკლებ სამარცხვინო იყო მათი თანაგუნდელების მდუმარე თანხმობა.
ამ შემთხვევაში თავი მამუკა მდინარაძემ გამოიჩინა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ბერაიასგან ბოდიში არ იქნებოდა და ყველას უნდა დაესრულებინა განხილვა და კამათი. საბოლოოდ ბერაიამ მოიბოდიშა, თუმცა ამ შემთხვევაში ბოდიში "ოცნების" ვერც ერთი დეპუტატის რეპუტაციის გადამრჩენელი ვეღარ იქნება.