2024 წელი იქნება ან ახალი საქართველოს გამარჯვება, დაფუძნება და EU-სკენ მსვლელობა, ან საქართველოს დასასრული, დამარცხება | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ 2024 წელი ან იქნება ახალი საქართველოს გამარჯვება და ევროკავშირისკენ მსვლელობა, ან საქართველოს დასასრული და დამარცხება. "ტვ პირველის" ეთერში მან პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი შესაძლებლობები მისთვის უმთავრესია. 

"ჩემთვის ქივორდი, ანუ ამოსავალი სიტყვა, არის ახალი, ახალი შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მოხდება ძველი კონფიგურაციების ფარგლებში, ეს მოხდა ახალი კონფიგურაციების მეშვეობით, თუ როგორ მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება და უნდა იყოს ახალი. მე მთელი ცხოვრება ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 15 წელი ნამდვილად, გავხსნა ახალი შესაძლებლობები, გავხსნა და შესაძლებლობა მივცე ახალ ხალხს, 2024 წელი, ეს იქნება ან ახალი საქართველოს გამარჯვება და ახალი საქართველოს, ასე ვთქვათ, აღმოჩენა, დაფუძნება და ევროკავშირისკენ მსვლელობა, ან იქნება საქართველოს დასასრული, დამარცხება. 

კობახიძე ალაპარაკდა ოპოზიციაზე და ჩემზე მათ შორის, როგორც ცალკე სუბიექტზე და დღეს მამუკა მდინარაძეც, ამას მე ავხსნი. [თქვენ ხართ ერთ-ერთი ვინც დასახელებულია სტატუსის წინააღმდეგ მუშაობაში შემჩნეულებს შორის] ესეც შეუძლიათ დადონ ეს ჩანაწერები, იმიტომ, რომ მე ამას ღია დისკუსიებში ვლაპარაკობ, მე არაფერს არ ვმალავ, ჩემი ძლიერი მხარეც ეს არის და სუსტი მხარეც ეს არის, პირდაპირი ადამიანი ვარ, ბევრს ვიგებ ამის გამო და ბევრს ვაგებ კიდევაც, მაგრამ ასეთი ვარ და არ ვაპირებ შევიცვალო", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი