ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ ათობით მანქანა შევიდა

გამოქვეყნდა:

ათობით სატვირთო მანქანა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა, სამშაბათს ღაზის სექტორში რაფაჰის გადასასვლელით შევიდა. ინფორმაცია ისრაელისა და პალესტინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ სამშაბათს საღამოს მიიღო 59 სატვირთო მანქანა. სამშაბათს გვიან საღამოს 70 სატვირთო მანქანა შევიდა, განაცხადა ისრაელის ტერიტორიებზე სამთავრობო საქმიანობის კოორდინატორის (COGAT) სპიკერმა.

COGAT-ის სპიკერის თქმით, გადაზიდვები მოიცავს "მხოლოდ წყალს, საკვებს და სამედიცინო აღჭურვილობას".

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "აშშ-ს ადმინისტრაციის მოთხოვნით და პოლიტიკური ეშელონის მითითებების შესაბამისად", ნათქვამია განცხადებაში.

"მომარაგების მიწოდების ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომელიც არ არის კოორდინირებული და დამტკიცებული ისრაელთან, დაიბლოკება", - ნათქვამია განცხადებაში.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის სულ 217 სატვირთო მანქანა მიიღეს, მაგრამ საწვავი ღაზის სექტორში არ შესულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი