ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში "ჰამასის" კუთვნილ 11 000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით | IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნეს განახლება, რომელშიც ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში "ტერორისტული ორგანიზაციების კუთვნილ" 11000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ, "ჰამასთან" ომი დაიწყო.

IDF-ის თქმით, ჯარებმა დაადგინეს "ჰამასის" თავდამსხმელები ჯარებმა დაადგინეს ჰამასის თავდამსხმელები ჯაბალიას რაიონში მრავალსართულიან შენობაში, რომელიც სკოლის, სამედიცინო ცენტრისა და სამთავრობო ოფისების მახლობლად იყო, საჰაერო ძალებს კი მისძეც თავდასხმის ბრძანება.

მანამდე IDF-მა განაცხადა, რომ ჯაბალიაში თავდასხმის შედეგად მოკლეს "ჰამასის" უფროსი მეთაური და დაანგრიეს "ჰამასის" მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა.

უახლეს განახლებაში, IDF-მა ასევე გაავრცელა მანქანაზე საჰაერო თავდასხმის ვიდეო. უწყება ამბობს, რომ ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ატარებდა და ისრაელის ძალებისკენ მიდიოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი