"მთელი ღამე სროლა იყო, ვერ ვიძინებთ შიშით" | მძიმე ვითარება და მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, მევლუდ ლაღოშვილი უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ოკპანტებმა შუახნის კაცი სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ლაღოშვილი საქონელს მწყემსავდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა - "მთელი ღამე სროლა იყო, ვერ ვიძინებთ შიშით, სოფელში ხალხი შეშინებულია"- ამბობენ ადგილობრივები.

გატაცებული ლაღოშვილის ოჯახის წევრები ქარელის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამ წუთებში ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. ოფიციალური თბილისი სოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებს მოითხოვს და გააპროტესტებს ე.წ. ბორდერიზაციას.  სუს-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, "ბორდერიზაციის" ბოლო ფაქტი გუშინ, ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა  საქართველოს  ორი  მოქალაქე გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს გუშინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის  მიმდებარე ტერიტორიიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი