უკრაინელებმა რუსების გაშვებული 20 დრონიდან 18 ჩამოაგდეს | ნიკოპოლზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ნიკოპოლში კამიკაძე დრონების იერიშის შედეგად, ერთი ქალი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქს რუსებმა დღეს დილით დაარტყეს

"დილას მტერმა ნიკოპოლს დაარტყა. მან ქალაქისკენ კამიკაძე დრონი გაუშვა. 59 წლის ქალი გარდაიცვალა. დაშავდა ოთხი ადამიანი. ესენი არიან 26, 52 და 62 წლის ქალები და ასევე 73 წლის მამაკაცი“, - წერს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი.

უკრაინის საჰაერო ძალების დღევანდელი ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით მათ ოკუპანტების 18 დრონი ჩამოაგდეს, სულ გაშვებული იყო 20.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი