თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა | კობახიძე ბერაიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც იმეორებს, რომ დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ სინანული გამოხატა განცხადების იმ ნაწილზე, რომლითაც დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას მორალური უფლება არ აქვს ვიღაცის გადადგომაზე ისაუბროს "პირველ რიგში საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ". 

"რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა. მე ასევე ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ეს ადამიანი, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები მათ შორის საუბრობენ მაგალითად ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მე მინდა გითხრათ, რომ მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი არიან სწორედ ეს კონკრეტული ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ პლენარულ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე სხდომაზე "ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. შალვა პაპუაშვილს მათთვის მიკროფონი არ გამოურთავს და არც სიტყვა შეუწყვეტინებია.

მოგვიანებით ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა ოპოზიცია ითხოვს, რომ ბერაიამ დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი