გიორგი შაქარაშვილის საქმე - ბრალდებულებს მოსამართლე შეუცვალეს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის სრულწლოვან ბრალდებულების მოსამართლე შეუცვალეს.

24 აგვისტოს მცხეთის სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი ჩავა და საქმის განხილვას დაიწყებს

ერთ ერთი ბრალდებულის ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ კულულაშვილისგან მას სამართლიანობის მოლოდინი არ აქვს. გარდა ამისა, ადვოკატს თბილისიდან მცხეთაში, მოსამართლის მივლინება ეჭვებს უჩენს:

მასკარადს, რომელიც წარმოდგენილია ბრალდების სახით, დაემატა მოსამართლე კულულუაშვილი, რომელმაც დაცვის მხარეს მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვაზე უარი განგვიცხადა და ამ ადამიანს დაეწერა ახლა ეს საქმე და ის მივლინებული იქნება თბილისიდან მცხეთაში ამ საქმის შესრულების მიზნით - ამბობს ლექსო კობაიძე , ერთ ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე  სულ 17 პირია დაკავებული. 5 ბრალდებულს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს პროკურატურამ 11 აგვისტოს ბრალი დაუმძიმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი