"ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად შეესაბამება კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც ის სტაციონარში უნდა იმყოფებოდეს.
ჩხაიძე "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
"პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი ჩვენთან არ განხილულა და ეს ჩვენთან არც განიხილება. ჩვენთან განიხილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებულია, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებთან ერთადაც შევთანხმდით ამაზე. რა თქმა უნდა, არის კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებს შეესაბამება რომ იმყოფებოდეს ამ ეტაპზე სტაციონარში. [თქვენი რეკომენდაციაც ამ ეტაპზე არის რომ გაგრძელდეს მისი მკურნალობა კლინიკის პირობებში] დიახ, ამ ეტაპზე ასეა ნამდვილად", - თქვა ჩხაიძემ.
დღეს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში.